weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აფხაზეთიდან მამია ალასანიას, გურამ გაბესკირიას და კიდევ 23 დაღუპულის ნეშტები გადმოასვენეს

10:11 ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი 2017

საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკის მამია ალასანიას, სოხუმის მერის გურამ გაბესკირიას, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს წევრების არშაველ შენგელიას, ვახტანგ გეგელაშვილისა და მათი თანამებრძოლების ნეშტები ამოცნობილია. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილთა საფლავები ამ დრომდე უცნობი იყო. მათ 17 ოქტომბერს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

„25 ახალი ნეშტია იდენტიფიცირებული და გადმოსვენებული. ამ 25-დან ყველანი არიან გმირები, მაგრამ მათ შორის არის საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახელები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იცავდნენ უმაღლესი საბჭოს შენობას სოხუმში და რომლებიც იყვნენ ჟიული შარტავასთან ერთად. მათ შორისაა მამია ალასანია საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი, სოხუმის მერი, საქართველოს გმირი გურამ გაბესკირია, ასევე ვახტანგ გეგელაშვილი და არშაველ შენგელია. მათ შორის არიან მებრძოლები და ის ადამიანები, რომლებიც ბოლო წუთამდე იცავდნენ საქართველოს ერთიანობას და დამოუკიდებლობას. მათ ყველანაირი შანსი ჰქონდათ, რომ საკუთარი თავი გადაერჩინათ, მაგრამ არჩიეს, რომ ბოლო წუთამდე ყოფილიყვნენ თავიანთ პოსტზე და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლეს სამშობლოსთვის და მისი დამოუკიდებლობისათვის“, - განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა.

დაღუპულებს აფხაზეთში სოხუმთან ახლოს სოფელ იაშტუხაში საერთო სასაფლაოზე მიაგნეს. ცხედრების გადმოსაცემად მოლაპარკება 20 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შემსწავლელი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა. საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 10 ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართა. 

მოლაპარაკებების შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 101 უკვე ამოცნობილი იყო და მათი გადმოსვენება მოხდა. მხოლოდ წელს 28 სამარხი იქნა გახსნილი და 91 ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან ამ ეტაპზე, 25 ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხებზე მომდევნო შეხვედრა ქალაქ ერევანში 2017 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]